ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 3310 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3205 ადამიანი და გარდაცვლილია 31.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 74 შემთხვევა. მათგან სტაციონარში 21, საკარანტინე სივრცეში 18, ბინაზე კი 35 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციაშია 3 ადამიანი.