ლაგოდეხში ხორც- პროდუქტებისა და რძის ნაწარმის მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა წუხელ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით წაღებულია თანხის მცირე ნაწილი და პროდუქტი. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
რა მუხლით დაიწყო გამოძიება და არის თუ არა ვინმე დაკავებული, ინფორმაციას შსს-ს გან ველოდებით.
წყარო: მთავარი არხი