“დასჯა არ არის ყოველთვის გამოსავალი” – ასე გამოეხმაურა მღვდელმონაზონი ანდრია სარია მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომის გადაწყვეტილებას მის შესაძლო განკვეთის შესახებ. მღვდელმონაზონი იმედს იტოვებს, რომ კონსენსუსამდე მივლენ.
“ბოლოდროინდელ განცხადებებზე მათ უნდოდათ ჩემი ახსნა-განმარტების გაგება. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მწვავე განცხადებები როგორც ყოველთვის, ახლაც სიახლე არ იყო ამ ფონს შეუძლებელია თან არ ახლდეს და არავის შეურაცხყოფას მიზნად ეს არ ისახავს. დასჯა არ არის ყოველთვის გამოსავალი. იყო რა თქმა უნდა ბოლო ნაწილში განმარტებები გაუგებარი, ჩემი მხრიდანაც მათთვის მიუღებელი იყო და მათი არგუმენტები ჩემთვისაც ცოტათი შეუწყნარებელი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რაღაც კონსენსუსამდე მივალთ”, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
შეგახსენებთ, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მუდმივმოქმედმა კომისიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მამა ანდრიას განცხადებები განკვეთას ექვემდებარება. კომისიამ დადგენილება პატრიარქს უნდა გადაუგზავნოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.