გურიაში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
გარდცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მცხოვრები ასაკოვანი მამაკაცია.
„გურია ნიუსს“ ოზურგეთის ჯანდაცვის საზოგადოებრივ ცენტრში უთხრეს, რომ მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა.
ამ დროის მონაცემებით ოზურგეთში კორონავირუსით 34 ადამიანია გარდაცვლილი.