ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტის წევრებს ხვდება. შეხვედრა ჟიული შარტავას სახელობის ოთახში მიმდინარეობს. მას ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ესწრება.
კანონმდებლებთან შეხვედრამდე შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.