ხმაური იყო ქუთაისში. სამართალდამცველებმა მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი, ნიკა ნარსია სასაფლაოზე დააკავეს.
აქტივისტების ცნობით, ნიკა ნარსია მამის საფლავზე მისვლას ცდილობდა, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ნარსიას სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება. სამხარეო პოლიციასთან ნარსიას მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ. შეკრებილები პოლიციამ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რადგან აქტივისტებს ჯარიმები უკვე გამოწერილი ჰქონდათ.
წყარო: იმედინიუსი