დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს პირდაპირ ეთერში ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინით აიცრა. შემდეგ კი მედიასთან გააკეთა განცხადება. გამყრელიძის თქმით, აცრების და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობის 60% 2-ჯერ აიცრება, ღია სივრცეში ნიღბის მოხსნა შესაძლებელი იქნება.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ”, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.