ამათმა მგონი მართლა დაიჯერეს, თვითონ რომ დადიოდნენ მოლაპარაკებებზე, მათი დამსახურებაა ის რეალობა, რაც ახლა გვაქვს, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის რეპუტაცია ერთი ადამიანის ხუშტურს გადააყოლა“.
„ჩვეულებრივი ტყვეებით ვაჭრობა გამართა „ოცნებამ“, მერე დაჭერა-გათავისუფლებით დაიწყო მოგვარება და ხელმომწერი ოპოზიცია ჩვენ გვამუნათებს გავიმარჯვეთო.
ერთი ადამიანის ხუშტურს გადააყოლა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის რეპუტაცია და რომ არა ჯერ ნიკა მელია და მერე ოპოზიციის ბოიკოტი, მოსალაპარაკებლადაც არავინ ჩამოვიოდა.
ახლა კი, როდესაც ახალი ტიპის ლიდერი ყალიბდება, რეალურად დგება ცვლილებების შანსი, თავისი ძლივსმოპოვებული ტორტის ნაჭრის დაკარგვის ისე შეეშინდათ ზოგიერთება, პირდაპირ ჩაერთვნენ “ქართული ოცნების“ თამაშში.
მოკლედ, უღირსი ადამიანი, ღირსებისთვის ბრძოლას ვერასოდეს გაიგებს.
ნიკა კი, ღირსეულად და გამარჯვებული გამოვა ციხიდან, _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.