მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ფეისბუქჯგუფში “სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფში“ ყველის შესახებ პოსტს ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„უკვე იმდენჯერ შემხვდა ამ ჯგუფში ყველზე დაკომენტარების მერე იმდენმა ადამიანმა მომმართა კითხვით, არ გამიბრაზდეთ და პირდაპირ გეტყვით ეს არის წუწუნი, ცალკე მომხმარებლის ცალკე გამყიდველს მხრიდან..
-როგორც ამ საქმეში ისე რა გარკვეულს, მინდა, ორივე მხარეს რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ.
იმედია, არცერთი მხარე არ დამრჩება ნაწყენი. წინასწარ ბოდიშს გიხდით მწარე სიმართლისთვის.
არ ვისაუბრებ აღგენილ რძეზე დამზადებულ ყველზე,, რადგან ამაზე დიდი შეურაცხყოფა ყველისთვის არ არსებობს და ამ ფალისფიკატორების ადგილი, მერწმუნეთ, ჯოჯოხეთშია.. კომენტარებში დავწერე და გავიმეორებ- ყველის ფალსიფიკაცია იგივეა, რაც ღვინო დაამზადო ტაბლეტებზე..
ახლა კი მთავრი სალაპარაკო თემა –
ნედლ რძეზე დამზადებული ე.წ არტიზანული ანუ საოჯახო ყველი მეურნის მიერ დამზადებული- ერთ (ორა სამ ) ძროხიან ოჯახში ან მრავალსულიან ფერმაში- ე.წ კუსტარულ პირობებში.
სად აკეთებენ ეს ადამიანები ამ ყველს – რა გარემო აქვთ, სად არის ხელსაბანი… რა პირობეში მოწველეს ძროხა.. რამდენჯერ გამობანეს და საერთო ტილოთი და ერთი ვედროდან თუ ყველა ძროხას ინდივიდუალური ვედრო და ა.შ.
ეს ფუფუნება არაა და არ დაიცვათ ტყუილად ვინმე – 15 წელია მკვლევარი ვარ და სოფელ – სოფელ, ფერმა- მფერმა მიცხოვრია თვეები საქართველოს ყველა რეგიონში და ჩემი უღრმესი პატივისცემის გამო ამ თემის მიმართ , არასდროს მოვყვები იმას რაც საკუთარი თვალით მინახავს!
არტიზანული ანუ საოჯახო ყველი ფაქიზი თემაა და პასუხსიმგებლობა მთლიანდ ფერმერსა და თქვენ წარმოიდგინეთ, მყიდველზე მოდის.
ჩემი რჩევაა , როცა შეარჩევეთ მომწოდებელს ,იმეგბოროთ მასთან,, გაიყოთ ხარჯები ანალიზების და მხოლოდ ამის მერე დაიწყოტ მასთან თანამშრომლობა…
რადგან ხშირად მხვდება – ოოო ეს ხარეჯბი რატომ უნდ ა გაიღოს გელხმა სადა აქსვ ამის ფული?
თქვენ ჯანმრთელობა რა ჯდება ბოლოს?
ბოდიში კომენტარების მერე ბევრმა მომმმართა და ამიტომ გიზიარებთ ასე ზოგადად ამ რჩევას და იმედია გაგებით მოეკიდებით..
პირუტყვი ბიოლოგიური არსებაა და ყველა ცოცხალი არსებისთვისაა დამხასიათებლი დაავადება.
არა მარტო დაავადებები.. ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ
მინიმუმ 3 – 5 დღემდე რძე არ უნდა გამოიყენოს …
დაარწმუნეთ მოთანამშრომლობისას მეურნე რომ აცრის დროს მოწველილი რძე გადაღავაროს, გაიყავით ეს ხარჯებიც.. ასე იქცევა გონიერი სამყარო..ასე მიიღეს ევროპელებმა იდეალური პირობების რძის წარმოებაში.
სხვანაირად სამწუხაროდ ვერ გავიზრდებით.
კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან გლეხის ყველამდე ძნელად აღწევს და ეს კიდევ უფრო ვრცელი თემაა ვიდრე ერთ საფეისბუკე სტატუსი დაიტევს..
ჯანმრთელობას და წამრმატებულ გაყიდვებს გისურვებთ ორივე მხარეს!
ხო ცუდი ინფორმაციის ბონუსად გირჩევთ, უპრობლემოდ მიირთვათ ნადუღი, დიდიხნის დუღილის მერე კვდება პათოგენური ბაქტერიები. თუ მაინცა და მაინც ისევ ტექნიკური დაზიანება არ მიააყენეს სანიტარიის გამო!
ფოტოზე ევროპული ყველია… 25 წელზე მეტია ევროპელ ფერმერებს, მასტიტის გარდა სხვა დაავადება არც კი გაუგიათ თუ გამოჩნდება მყისიერად რეაგირებენ.
თუ გავაერთიანებთ ჩვენს ძალისხმევას,, არაფრიტ ვარტ ევროპელებზე ნაკლებნი!
კიდევ ერთხელ ბოდიში .. ბევრ რამეს კიდევ არ ვწერ…“ – წერს სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.