დაბა გომისმთიდან “გურია ნიუსს“ აცნობეს, რომ “მაგთის“ ანძას მეხი დაეცა.
„ღამით მაგთის ანძას მეხი დაეცა და გათიშა. დავრეკეთ მაგთის ოფისში და დაგვპირდნენ ამოვალთო“,_ გვეუბნებიან ადგილიდან.
ამ ეტაპზე გომისმთაზე რამდენიმე ადამიანი იმყოფება. ჯერ გომისმთის სეზონი არ გახსნილა. ბოლო ინფორმაციით, ასევე მთაზე ასვლაზე შეზღუდვებია, რადგან დაწყებულია გზის მშენებლობა.