29–ე დღეა ქალაქ ოზურგეთში საწარმო “გულისტანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაფიცული მუშების მოთხოვნები უცვლელია. ისინი კომპანიისგან ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
გუშინ სოლიდარობის აქცია იმყოფებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და კომპანია “ბორჯომის“ თანამშრომლები.
სწორედ ირაკლი პეტრიაშვილმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ მუშებს ხელშეკრულებაში ხელფასის სხვა რაოდენობა უწერიათ და ხელზე სხვა თანხას იღებდნენ.
“გურია ნიუსი“ დაუკავშირდა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის პრესსამსახურს. უწყებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ “გულისტანის“ საკითხზე უკვე შეტანილი საჩივარი და ახლა მიმდინარეობს მისი შესწავლა.
“როდესაც შესწავლა დასრულდება, შემდეგ უწყება იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის და მედიისთვის ცნობილი გახდება“, – გვითხრეს პრესსამსახურში.