,,მივესალმები საქართველოს მოსახლეობის მობილიზაციას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ“, _ ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჰაიდი ჰაუტალა twitter-ში წერს, რომლითაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს ეხმიანება.
,,მე მივესალმები, საქართველოს მოსახლეობის ამ ახალი სახის მობილიზაციას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობა საიდუმლო ხელშეკრულებებით შოკისმომგვრელია. #ნამხვანი“, _ წერს ევროპარლამენტარი twitter-ზე.