ამ წუთებში ოზურგეთის ქუჩებში საპროტესტო აქციაზე მისვლის მოწოდებით მსვლელობა მიმდინარეობს.
ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ 2 საათზე შეუერთდნენ გულისტანის შენობასთან დაგეგმილ აქციას.
ცნობისთვის, საწარმოს თურქმა მფლობელებმა, გაფიცული ქართველი მუშების ნაცვლად, მუშები თურქეთიდან ჩამოიყვანეს.
ისინი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით იყვნენ გაფიცულები.