https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება

    წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს (უცხოეთი)

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა სირთულეებს აწყდებიან ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას

17:41; 30.07.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

„სამი ფაკულტეტი მაქვს მონიშნული. პირველი ჟურნალისტიკა მიწერია, მაგრამ თუ ვერ მოვხვდი, იურიდიული ან ფილოლოგია მრჩება. ზუსტად არ მაქვს მოკლედ გადაწყვეტილი“, _ თიკო 18 წლისაა და წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველად გავიდა. ბავშვობიდან უნდა ჟურნალისტი გამოვიდეს, თუმცა, ბოლო პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა პროფესიის რეალური მხარეები დაანახა და დაიბნა. ამბობს, რომ ბავშვობის ოცნებაზე უარის თქმა უჭირს და კარგი იქნებოდა, მისთვის სკოლაში ვინმეს ის დაენახებინა, რაც ტელევიზორში მიკროფონიანი გოგო-ბიჭების მიღმა ხდება. დანარჩენ ორ ფაკულტეტს ბოლო წუთამდე არ შლის, რომ არჩევანის შეცვლის  შანსი არ დაკარგოს, თუმცა, არც ამ პროფესიებზე აქვს სრული წარმოდგენა.

თიკო ქართველი ახალგაზრდების რეალური სახეა, რადგან დღეს მოზარდების უმეტესობა გადაწყვეტილებას ისე იღებს, რომ არჩეული პროფესიის შესახებ ნაკლები ცოდნა აქვს. „ჯოგის ინსტიქტი“, ანუ გააკეთე ის, რასაც ყველა აკეთებს, უკვე წლებია,  საქართველოში პროფესიის არჩევის საფუძველია.

სწორედ ამის გამო IPM-ის კვლევით, ქართველი სტუდენტების ყველაზე დიდი ნაწილი პროფესიად  სოციალურ მეცნიერებებს და ჟურნალისტიკას ირჩევს (36.8%); პოპულარულია ბიზნეს ადმინისტრირებისა და სამართლის (13.8), ასევე ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიც (13.5%). ამ სტატისტიკური მონაცემების მიღმა კი რჩება ისეთი პროფესიები, რომლებიც თანამედროვე სამყაროში გაცილებით უფრო მოთხოვნადია. ფორბსმა ასეთებად პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, ჯანდაცვის სპეციალისტი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი, CLOUD ტექნოლოგიების მენეჯერი და კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტი დაასახელა.

ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ცენტრის (PMC)  კვლევით, ამ პროფესიების დაუფლებაზე ნაკლები დაინტერესების მიზეზი ისაა, რომ მოზარდები არ იცნობენ შრომითი ბაზრის მოთხოვნებს, არ აქვთ ინფორმაცია ამ პროფესიების შესახებ და არც საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაცნობის საშუალება აქვთ ერთიანი და მუდმივად განახლებადი სისტემის არარსებობის გამო.  გარდა ამისა, გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვლის, რომ პროფესიის არჩევისას არ იცნობენ საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს, რომელიც კონკრეტული პროფესიის დაუფლებისთვის აუცილებელია. ამავე კვლევით, რესპონდენტთა 32% თვლის, რომ  პასუხისმგებელი  სკოლაა, ხოლო 28% მშობლებსა და ახლობლებს ასახელებს.

მუხრანი კარიერის დაგეგმვის პროცესში  სკოლისა და ოჯახის ერთობლივი ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს და გვიყვება, რომ მხოლოდ წლების შემდეგ მიხვდა, ბავშვობის ოცნების ასასრულებლად სად და რა პროფესიას უნდა დაუფლებოდა, მანამდე კი არაერთი საქმიანობით იყო დაკავებული, თუმცა, სიამოვნებას ვერც ერთისგან ვერ იღებდა. საკუთარი უნარების ადეკვატურად შეფასების, ფსიქოლოგიური და ინფორმაციული ზრდის შემდეგ კი ბავშვობის ოცნებისკენ 36 წლის ასაკში პირველ ნაბიჯებს დგამს:

„დედის გავლენით საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე და ამ მიმართულებით ვიმუშავე კიდეც, შემდეგ მამამ საიუველირო საქმიანობაში ჩამრთო, რაღაც პერიოდი სტილისტობითაც დავინტერესდი, ვიყავი შემდუღებელიც, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერზე გული ამიცრუვდა. არცერთი საქმე სიამოვნებას არ მანიჭებდა იმიტომ, რომ ჩემით არცერთი არ ამირჩევია. სკოლას კი არანაირი სერვისი არ შემოუთავაზებია, რომელიც საკუთარი ბავშვობის ოცნებისკენ მიმავალ გზაზე, ფილმის გადაღების გზაზე დამაყენებდა. 36 წლის ასაკში მივხვდი, რომ ამისთვის გადაღება და რეჟისურა უნდა მესწავლა. დღეს ამ გზას ვადგავარ და ხანდახან ოჯახი, შვილები და ჭამაც კი მავიწყდება, იმდენად ჩემია ეს ყველაფერი“.

პროფორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის ძირითადი მიზანია, ადამიანებს დაეხმაროს საკუთარი მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით აირჩიონ ან შეცვალონ პროფესია. როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, 2017 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ 600-მდე სკოლაში პროფორიენტაციული სერვისების მიწოდებაზე, რაც VII-VIII კლასებიდან მოსწავლეებისთვის საორიენტაციო და სასერტიფიკაციო კურსების შეთავაზებას გულისხმობს. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ პროექტს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს, სკოლებში მოზარდებს მხოლოდ პროფესიული კოლეჯების პროგრამებს აცნობენ, უმაღლესი განათლების პროგრამები კი პროექტს მიღმა რჩება.

„აღნიშნული პროექტი რამდენიმე წელია, უკვე წარმატებით ხორციელდება 600-მდე სკოლაში, თუმცა, მისი მინუსი ნამდვილად არის ის, რომ არ მოიცავს უმაღლეს სასწავლებლებსაც. ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვგეგმავთ ამ პროექტში უნივერსიტეტებიც ჩავრთოთ და მასშტაბური სახე მივცეთ ამ ყვლაფერს“, _ თქვა პროფესიული პროგრამების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გელა ლომიაშვილმა.

განათლების სისტემაში პროფორიენტაციული სერვისების სიმწირეზე მიუთითებენ განათლების ექსპერტებიც. აღნიშნავენ, რომ მართალია სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს, თუმცა, კადრების სიმცირის გამო ყველა სკოლას პროექტების გახორციელების საშუალება არ აქვს. პროფორიენტაციული სერვისების არასისტემურობა კი, მათი აზრით, ქვეყნისთვის სავალალო შედეგების მომტანია.

რეზო აფხაზავას აზრით, თუნდაც რეგიონის ფარგლებში, აუცილებელია მოზარდებს სხვადასხვა პროფესიების ადამიანები ხვდებოდნენ და აცნობდნენ საკუთარი საქმიანობის თუნდაც ერთ დღეს, რათა თითოეულმა ადამიანმა სრული წარმოდგენა შეიქმნას კონკრეტული პროფესიის შესახებ.

„სამწუხაროდ, საქართველოში პროფესიული სერვისებს სისტემური ხასიათი არ აქვს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი პრობლემაა. გამომდინარე იქედან, რომ შრომის ბაზარი მუდმივად განახლებადია და ახალ-ახალი პროფესიები ჩნდება, სკოლამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება, რათა შემდეგ მოზარდმა გააზრებული და სწორი არჩევანი გააკეთოს“.

პროფორიენტაციული სწავლების აუცილებლობაზე თანხმდებიან ფსიქოლოგებიც და თვლიან, რომ სახელმწიფოს მიერ მოსწავლეებისთვის შეთავაზებულ ნებისმიერი ტიპის ამ სერვისებში ფსიქოლოგის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან პროფესიული არჩევანის გაკეთებისას მოზარდმა უნდა გააცნობიეროს, ერთი მხრივ, რა არის მისი ინტერესების სფერო და რა უნარები და კომპეტენციები აქვს ამ სფეროში, მეორეს მხრივ კი, თანხვედრაში მოიყვანოს ისინი სასურველი პროფესიის მოთხოვნებსა და შესაძლებლობებთან.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისი სწორი არჩევანი გულისხმობს სამი ფაქტორის _ მინდას, შემიძლიას და საჭიროას სრულ თანხვედრას, რომელიც ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბების შედეგია:

„ალბათ, გსმენიათ, რომ თითქოს ბავშვი სულ უნდა ვაქოთ, თუმცა, ხშირად ეს მეორე უკიდურესობაში გადადის. თუ  მოზარდს არ გავაკრიტიკებთ, მას არაადეკვატური თვითშეფასება უყალიბდება და შესაძლოა, ისეთ პროფესიასთან შეჭიდება მოინდომოს, რომლის მოთხოვნილებები შესაბამისობაში არ იქნება მოზარდის უნარებსა და შესაძლებლობებთან. შესაბამისად, მშობლებთან კოორდინირებულად უნდა იმუშაოს სკოლამაც, რომ ამ უნარების აღმოჩენა და სწორი განვითარება შეძლონ“, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ფსიქოლოგი ნინო ახალაია.

საკუთარი გამოცდილებით, სკოლისა და ზოგადად, განათლების სისტემის ვალდებულებად მიიჩნევს მარიამი, მოზარდებისთვის პროფორიენტაციული და კარიერული  დაგეგმარების სერვისების მიწოდებას. გამომდინარე იქედან, რომ მას 18 წლის ასაკში  გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული, თუ რომელ პროფესიას დაეუფლებოდა, ზოგად მეცნიერებებზე ჩააბარა და მხოლოდ აკადემიური წლის აღებისა და ბევრი  ძიების შემდეგ იპოვა საქმე, რომელსაც დღესაც სიამოვნებით ასრულებს.

 „წარმოდგენა არ მქონდა, ვინ მინდოდა ვყოფილიყავი. ზოგმა ხომ მე-5 კლასშიც იცის და გადაწყვეტილი აქვს. ჯერ  საერთოდ არ მინდოდა ჩამებარებინა, თუმცა, ოჯახის წევრებმა _ „ვიღაცები რას იტყვიან“ შიშით მაიძულეს, თუმცა, ჩემს არჩევანში არ ჩარეულან.  ამიტომ ილიას უნივერსიტეტში ხელოვნების  მეცნიერებებზე ჩავაბარე, რომ დრო მქონოდა დავფიქრებულიყავი, კონკრეტულად რა მიმართულება მომწონდა. ერთი კურსის დახურვის შემდეგ აკადემიური წელი ავიღე,  საზღვარგარეთ წავედი, ბევრი ვეძიე და ბოლოს კი ხმის ინჟინერიამ დამაინტერესა. თავიდან ინფორმაციაც არ მქონდა, ამ პროფესიას სად დავეუფლებოდი, თუმცა, მეგობრები დამეხმარნენ. დღეს უკვე ამ საქმეში აქტიურად ვარ ჩართული და ძალიან ბედნიერიც ვარ“.

განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია თვლის, რომ ქვეყნის ბედი სწორედ იმ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, რომელთაც პროფესია უყვართ. პროფესიის სიყვარული კი სწორი პროფესიული არჩევანიდან მოდის, რადგან საზოგადოებასთან ჰარმონიული ურთიერთობისა და საკუთარი სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია სამუშაოს ცხოვრებაში წარმატებით ინტეგრირება. გამოსავალი კი მისთვის მეტი პროფესიული სერვისების დანერგვაშია, რომელიც მხოლოდ ერთეული სკოლებისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი.

„აშშ-ში ჩემი შვილის სკოლა დაწყებითი კლასებიდან უზრუნველყოფდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოწვევას და ბავშვებისთვის ამ პროფესიების გაცნობას. გარდა ამისა, ბავშვებს იმ უნარებზე ესაუბრებოდნენ, რაც, მაგალითად, საჭირო იქნებოდა ჯარისკაცის ან ექიმის პროფესიის დაუფლებისთვის. საქართველოშიც ყველაზე ბიუჯეტურად ამ სერვისის გახორციელება იქნება შესაძლებელი. აუცილებელია, უნივერსიტეტებიც მიდიოდნენ სკოლებში და მოსწავლეებს აცნობდნენ ნაკლებად მოთხოვნად პროფესიებს, მაგალითად, ფილოლოგიას ან არქეოლოგიას და უყვებოდნენ, რა პიროვნული და საზოგადოებრივი სიკეთეების მომტანნი გახდებიან, თუკი ამ პროფესიებს დაეუფლებიან. ასევე, მგონია, რომ აუცილებელია, პერიოდულად ქვეყნდებოდეს ისეთი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ადამიანს გარკვეულ პერსპექტივებს გაუჩენს. მაგალითად, რომელი პროფესიის ადამიანებს რა შემოსავალი აქვთ, რამდენი სამუშაო ადგილი იქმნება წლიურად კონკრეტულ პროფესიაში და ა.შ“.

ამდენად, პროფორიენტაციული სერვისების არსებობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში  სისტემური სახით უმნიშვნელოვანესია, რათა მასზე ხელი ყველას სკოლას მიუწვდებოდეს. კარიერული დაგეგმარების სერვისები ხელს უწყობს  გააზრებული პროფესიული გადაწყვეტილების მიღებას, აუმჯობესებს შრომის ბაზრის ეფექტურობას, ზრდის განათლების ხელმისაწვდომობას და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს პროფესიას არამხოლოდ რომანტიკულად, არამედ ობიექტურად შეხედოს. საბოლოოდ კი, პროფორიენტაციული სერვისების მასშტაბური დანერგვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელს უწყობს იმ ადამიანთა რაოდენობის ზრდას, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ და თავს ბედნიერად გრძნობენ.

[sexy_author_bio]

გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ წარმოაჩინა პრობლემა”- რას წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

17:00; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“კვერცხი ვერ ვიყიდე, არ აქვთ”- რით არის გამოწვეული დეფიციტი

15:44; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

14 წლის გოგო დედა გახდა

14:25; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ფოთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

13:42; 8 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:45; 8 დეკემბერი, 2025

რა ბრალდებას უყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ ოლქის თანამშრომელს

რა უნდა შემოვიდეს წესად თავშეყრებზე

ყველა სიახლე

პოლიტიკა

დგინდება შსს-ს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება, თუ მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება

20:44; 8.12.2025
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – რასაც ვაკვირდები, „ქოცები” შარში არიან, ეს რასაც ვხედავ და რასაც ვერ ვხედავ – კიდევ უარესში

19:41; 8.12.2025
ფინანსები

კომპანია Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღები გააშენა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:50; 8.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მერიაში

18:04; 8.12.2025
ფინანსები

10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისათვის

17:42; 8.12.2025
საზოგადოება

“ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ წარმოაჩინა პრობლემა”- რას წერს ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

17:00; 8.12.2025
სამართალი

მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

16:03; 8.12.2025
საზოგადოება

“კვერცხი ვერ ვიყიდე, არ აქვთ”- რით არის გამოწვეული დეფიციტი

15:44; 8.12.2025
საზოგადოება

14 წლის გოგო დედა გახდა

14:25; 8.12.2025
ფინანსები

თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია

14:03; 8.12.2025
ფინანსები

500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა Helio AI-მ $1-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

13:50; 8.12.2025
საზოგადოება

ფოთში ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

13:42; 8.12.2025
სამართალი

პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

13:14; 8.12.2025
საზოგადოება

შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით

12:45; 8.12.2025
სამართალი

გურიის პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა 

12:37; 8.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

14:20; 7.12.2025
0

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო