ფასების ზრდა საწვავზე, საკვებ პროდუქტებზე, განსკუთრებით რძის პროდუქტზე, ოზურგეთში დღის სალაპარაკო თემაა.
დილიდან, ბაზარში, მარკეტებსა თუ ქუჩებში მოსიარულეები ბრაზობდნენ ფასების განუწყვეტელი ზრდის გამო და ისმოდა საყვედურები მთავრობის მისამართით.
დღეს ერთი კილოგრამი ყველი 12, ზოგან 13 ლარიც ღირდა. ხარისხიანი, სოფლიდან ჩამოტანილი პომიდორი, ერთი კილოგრამი 4 ლარი, კიტრი -2 ლარი, მოზრდილი წიწილა 12 ლარი, ხოლო ხორცი – 17 ლარი ღირდა. ბევრი დაეძებდა საქონლის ხორცის ფარშს, რომელიც საერთოდ არ იყო ბაზარში.
შინაური ფრინველების გასაყიდ ბაქანზე, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზეა, განსაკუთრებით ძვირად ფასობდა ინდაური.
_90 ლარია ერთი ინდაური. წყვილი გოგო-ბიჭი ერთად, 180 ლარი! ერთი ლარი არ დააკლდება, _ თქვა ინდაურების პატრონმა, რომელმაც ხუმრობით დედალ-მამალი ინდაური გოგო-ბიჭად მოიხსენია.
_ცოტა გავიცინოთ, კი, მაგრამ ფასზე სულ არ მეცინება. სანამ გავყიდი, აქ მეყოლება და შესაძლოა, თავისი ფასის მესამედი ღირებულების სიმინდის მარცვალი შესანსლოს. გეცოდინებათ, ინდაურს როგორი ჭამა უყვარს, – გვითხრა ქალბატონმა.
ვრცლად, ოზურგეთული ფასების შესახებ სტატიას, მალე შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]