ლანჩხუთში კორონავირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„გარდაცვლილები კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ. ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლები არიან. ერთი გარდაცვლილია კაცია, ერთი კი ქალი. ცალ-ცალკე კონტაქტები არიან, ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონიათ.
ქალბატონი მძიმე მდგომარეობაში იყო, დიდ ხანს მკურნალობდა. რაც შეეხება მამაკაცს, კლინიკას გვიან მიმართა“,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ ლანჩხუთში 42 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილი.
[sexy_author_bio]