ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის თქმითვე, ხიდისთავში ვითარება გასულ დღეებთან შედარებით უკეთესია. ინფიცირების 27 შემთხვევეიდან ხიდისთავში მხოლოდ 2 დაფიქსირდა.
ჩოხატაურში სულ დაფიქსირებულია კორონვირუსით ინფიცირების 1765 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული 1506 პაციენტი, გარდაცვლილია 19 ადამიანი.
[sexy_author_bio]