ბოჭორიშვილის კლინიკის მოზრდილთა ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია გოლიაძე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ლია გოლიაძემ იმ ადამიანებს მიმართა, ვინც არის გაკეთებას არ აპირებს.
“რაც გვაქვს საუკეთესო, გავაკეთოთ ის – ავიცრათ. გადავირჩინოთ ჩვენი თავი, ახლობლები, მეგობრები. ის, რომ არ გინდათ აცრის გაკეთება, მაშინ კეთილი ინებეთ და შეიზღუდეთ ისე, რომ არ გამოხვიდეთ საზოგადოებაში. ნუ დაარღვევთ იმ წესებსა და მოწოდებებს, რომელიც არის ამ პანდემიისას. თუ არ გექნებათ არანაირი კონტაქტი არავისთან, ნუ აიცრებით, იყავით ჩაკეტილები 4 კედელში”, – განაცხადა ინფექციონისტმა ლია გოლიაძემ “ფორმულას” ეთერში.