კორონავირუსით მამა და ფეხმძიმე შვილი დაიღუპნენ, _ ამის შესახებ პედაგოგი ევა ლომთაძე სოციალურ ქსელში წერს.
“რა შემზარავი ამბავია! ვიზიარებთ. ბატონი ჯემალ აბაშიძე ჭიაურის თემში წლების განმავლობაში ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო, თავის სოფელს – ჰერეთისკარს თავკაცობდა. რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ვერაგი ვირუსით. ახლა შევიტყვეთ, რომ მისი ფეხმძიმე ქალიშვილიც გარდაცვლილა. რამხელა ტრაგედიაა! ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროთ… თანავუგრძნობთ ოჯახს, სოფელს…“ _ წერს ევა ლომთაძე.
“გურია ნიუსი“ ევა ლომთაძეს დაუკავშირდა.
“ეს ადამიანი ადრე იყო ამ პოზიციაზე, წლების წინ. ახლა თავისი საქმე ჰქონდა. დიახ, სამწუხარო ინფორმაციაა. ბატონი ჯემალი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ხოლო მისი ფეხმძიმე ქალიშვილი, როგორც ჩანს, გუშინ. მათ თანასოფლელებს ჰქონდათ ეს ინფორმაცია გაზიარებული. მთელი ლაგოდეხია შეწუხებული ამ მძიმე ამბით, _ გვითხრა ევა ლომთაძემ.
[sexy_author_bio]