დეკანოზი ალექსანდრე გალდავა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვაქცინაციის შესახებ საუბრობს.
“მე, ზოგადად ვენდობი მედიცინას, ყოველთვის ვცდილობ, მივმართო მას საჭიროების შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი უმძიმესი ეპიდემიური ვითარებაა, რასაკვირველია, ერთმნიშვნელოვნად იყო სასიხარულო ფაქტი იმისა, რომ გამოჩნდა ვაქცინა, რომელიც გვიცავს სიკვდილისაგან და დაავადებისგანაც. ასევე დაავადების გადაცემისგან. მე თავად ავიცერი და ვფიქრობ, ავირჩიე ამით ჯანმრთელობა და ამავე დროს, ავირჩიე სხვისი სიცოცხლის დაცვაც… ჩემი არჩევანი არის ჩემი სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა მაჩუქა, მიბოძა, გავუფრთხილდე მას და უბრალოდ არ გავფანტო ის და ამავე დროს, არ გავხდე სხვისი უბედურების მონაწილე, თუ სხვას გადავდებ ჩემს სნეულებას. ასე რომ, ეს მოქმედება არის ორმხრივი, ვიცავ რა ჩემს თავს, ვიცავ ჩემ გვერდში მყოფ ადამიანებს”, _ ამბობს დეკანოზი.