Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 42 744 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 358 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 386 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 031 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 536 202-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.70% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.40%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 585 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 473 502.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 101 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 639 შემთხვევა, აჭარა – 449, იმერეთი – 493, ქვემო ქართლი – 247, შიდა ქართლი – 222, გურია – 127, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 294, კახეთი – 343, მცხეთა-მთიანეთი – 83, სამცხე-ჯავახეთი -100, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 34.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 573 საიდანაც 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 189, აჭარაში – 1 011, იმერეთში – 1 184.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 584 პირი, მათ შორის, თბილისში – 669, აჭარაში – 161, იმერეთში – 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში – 213, აჭარაში – 40, იმერეთში – 27.
3 205 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 450 – თბილისში, 1 183 – აჭარაში.
44 875 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 130 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 128, ხოლო აჭარაში – 2.
სულ 6 ოქტომბრიდან – 26 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 106 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 565 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 451, პირი, აჭარაში – 7 541 იმერეთში – 4 183.