ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი ნინი გოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა.
ნინი სწავლას საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე განაგრძობს.
სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული ჩვენმა ვებგვერდმა მაშინ გააცნო მკითხველს, როცა ნინი ერთიან ეროვნულ გამოცდებს უმაღლესი შეფასებებით აბარებდა.
21-ს ქვევით ულოცავს მიზანდასახულ გოგოს ამ წარმატებას და ახალ-ახალ გამარჯვებებს უსურვებს.