ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატებს, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრებს დღეს წარადგენს.
კანდიდატებს 19:00 საათზე თავად გიორგი გახარია დაასახელებს.
ღონისძიება მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში გაიმართება.