ავსტრალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ვიქტორიის შტატში, დაბა მენსფილდთან იყო. მიწისძვრის შედეგად მელბურნში დაზიანდა და ჩამოინგრა შენობები. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხელისუფლების განცხადებით, ამ დროისთვის მელბურნის ჩრდილოეთ ნაწილის უბნებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, დაზიანებული შენობებიდან კი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.
მედიის ცნობით, მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა ავსტრალიის ისტორიაში პირველად მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ეპიცენტრიდან 800 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ადელაიდაში და 900 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ სიდნეიშიც იგრძნობოდა.