ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ცოტა ხნის წინ დასრულდა ლიგა 3-ის მე-16 ტურის მატჩი ჩოხატაურის „ბახმაროსა“ და „თბილისი სიტს“ შორის.
თამაში თავიდანვე საკმაოდ საინტერესოდ წარიმარტა.
მატჩის 23-ე წუთზე „ბახმაროს“ კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად შეასრულა დიმიტრი ტატანაშვილმა, რითაც სტუმრები დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბექა კოროშინაძემ ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთი თავით გადაგზავნა მეტოქის კარში და ანგარიში გაათანაბრა. ხოლო თამაშის მიწურულს, დამატებულ დროში, 90+3 წუთზე, სწრაფი და ლამაზი კომბინაცია ვიქტორ ჰიუგომ შესანიშნავი გოლით დაასრულა და „ბახმაროს“ გამარჯვება მოუტანა ლიგის ერთ-ერთ ლიდერ გუნდთან.