ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტს ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“დედაც წავიდა თავის შვილებთან, ან რა ესაქმებოდა ამ სამყაროში….მთელი ოჯახი ამოწყდა ლამის…მამა გადარჩა. ყველაზე დაუნდობელი “სიკვდილი” მას არგუნა განგებამ. ზოგჯერ, სიკვდილი, უფრო დიდი შვებაა”, _ წერს ზარგინავა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. თვითმხილველთა თქმით, ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 7 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 6 გარდაცვლილია. 1 ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.