კომპანია AstraZeneca-ს ანტისხეულების ახალმა პრეპარატმა არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაავადების მძიმე ფორმის ან სიკვდილიანობის რისკი შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია AstraZeneca კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეპარატმა, სახელწოდებით AZD7442, კორონავირუსის მძიმე ფორმის ან სიკვდილიანობის განვითარების რისკი 50%-ით შეამცირა იმ პაციენტებში, რომლებსაც სიმპტომები შვიდი ან ნაკლები დღის განმავლობაში ჰქონდათ.
„ანტისხეულების პრეპარატით ადრეულ ჩარევას მნიშვნელოვნად შეუძლია შეამციროს მძიმე დაავადების პროგრესირება, ამასთან, ის დაცვას ექვს თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფს“, – განაცხადა მენე პანგალოსმა, AstraZeneca-ს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა.