“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ, კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
„ოზურგეთის სოფლებში, იმ უბნებში შევხვდით მოქალაქეებს, სადაც საბაზისო პრობლემებია მოსაგვარებელი. უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმა სწორად არის შედგენილი: წყლით მომარაგების საკითხი; შიდა გზების მოწესრიგება; ტრანსპორტი; სკვერები და ელემენტარული სპორტული ინფრასტრუქტურა. სხვა საკითხებთან ერთად, ამ მიმართულებით შევუდგებით მუშაობას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ“, _ განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)