თბილისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამჟამად მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებელია, ტრანსპორტირებისა და განთავსების მომსახურებას, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს შპს „თბილსერვის ჯგუფი”.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ქალაქის მომსახურების ძირითადი მიმართულებებია ქუჩების დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირება და დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსება.
2018 წლის მონაცემებით, შპს „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებულია 4723 ადამიანი, საიდანაც 2,842 (დაახლოებით, 60%) ჩართულია ქუჩების დასუფთავებაში და 841 (დაახლოებით, 17%) _ ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და განთავსების ოპერაციებში.
გურიანიუსი” დაინტერესდა, რა მდგომარეობაა თბილისის სხვადასხვა უბნებში განთავსებულ ნაგვის ურნებთან.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს რა მდგომარეობა დაგვხვდა სამგორში, ისანში, ვარკეთილში, მარჯანიშვილზე, პეტრიაშვილის ქუჩაზე.
[sexy_author_bio]