იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ნონა გაფრინდაშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელ ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და საჩუქრები გადასცა
- ,,ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ყველა მსჯავრდებულს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება“, _ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ,,შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ ღონისძიებაზე განცხადა. მინისტრმა ქალ მსჯავრდებულებს გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ტურნირში გამარჯვებული ქალი მსჯავრდებულებისთვის დაჯილდოვების ცერემონია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა და მას შეჯიბრში მონაწილე მსჯავრდებულებიც დაესწრნენ.
- ქალ მსჯავრდებულებს ტურნირში გამარჯვება მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა პირადად მიულოცა და საჩუქრად მედლები და სხვადასხვა სახეობის პრიზები გადასცა.
- ინფორმაციისთვის, საქართველოს მსჯავრდებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეჯიბრი ონლაინრეჟიმში გაიმართა.დასკვნით ასპარეზობაზე 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა: საქართველო, რუსეთი, უკრაინა და ტრინიდად-ტობაგო. ფინალურ ბრძოლაში ქალმა მსჯავრდებულებმა რუსეთის გუნდი დაამარცხეს და გამარჯვება მოიპოვეს