ასე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ გუშინ, 3 ნოემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
“ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია – არა და არასდროს! ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშუალობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
ის არის ნებაყოფილობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლას მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად, მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა.
ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. ყველა ზომების მიღებას, რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით.
ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალეობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”, _ განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.