პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერის, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის თქმით, პროტესტის ფორმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს.
“მე მგონია, რომ გამოსავალი არის ასეთი. ცუდ რამეს ვამბობ, ვიცი, მაგრამ ჩემს აზრს ვამბობ. მგონია, რომ ის დიდი რაოდენობა ტალღის ერთხელ უნდა გავიჭირვოთ. ეს არ იქნება დიდი ხნით. ერთხელ, მთელ რუსთაველზე ლეიბები დავყაროთ და გავწვეთ. ეს არის ჩემი აზრი. არ მოსწონს ვიღაცას, ნუ მოსწონს, მე ჩემი ვთქვი, ერთი აზრი.
შიმშილი რომ შემძლებოდა, ვიშიმშილებდი, ვერ ვშიმშილობ, ჩემი გარკვეული პრობლემების გამო. მაგრამ პროტესტის ათასგვარი ფორმა არსებობს. მჯდომარე, ასე შემდეგ”,- აცხადებს თაკო ჩარკვიანი “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.
ინფორმაციისთვის, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც ადგილზე რჩებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპოლიციო ძალებია მობილიზებული. მათ გამთენიისას შენობის წინ დამატებით რკინის ჯებირები განათავსეს.
ოპოზიცია დღეს, დილის 10:00 საათიდან სხვადასხვა ლოკაციაზე პროტესტს აანონსებს, მათ შორის აქცია იგეგმება იუსტიციის სამინისტროსთან.