ლანჩხუთში კოვიდინფიცირების შემთხვევების მცირედი კლება შეინიშნება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“ეს ორი დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევებს რაოდენობამ ცოტა დაიკლო. რამდენად სტაბილური იქნება ვერ გეტყვით. გასულ 24 საათში კოვიდინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა”,_ ამბობს მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4667 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4084 პაციენტი, გარდაცვლილია 59. სულ აქტიურია ინფიცირების 524 შემთხვევა.
[sexy_author_bio]