პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში ერიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ გააკეთა.
მისი თქმით, შიმშილობას იწყებენ აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და დავით კირკიტაძე.
“დღეიდან, ამ წუთიდან ვაცხადებთ შიმშილობას და გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ მულტიპროფილურ კლინიკაში, სანამ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე” — განაცხადა კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკვე მე-12 დღეა პარლამენტში შიმშილობს ელენე ხოშტარიაც.
[sexy_author_bio]