თითქმის ერთი საათია, ლანჩხუთში, ქალაქსა და რიგ სპფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიზეზი ქვესადგურში გაჩენილი ძლიერი ხანძარია.
“ქვესადგურში ძლიერი ხანძრის გამო მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია. შემთხვევის ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ტექნიკური ჯგუფები მობილიზებულია და ეტაპობრივად დაიწყება ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია”, _ წერია მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე.
[sexy_author_bio]