ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ, _ ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
„მთავარი თავგადასავალი გველოდება წინ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ამ უკანონო პატიმრობიდან არ იქნება დახსნილი ჩვენ ბრძოლას არ შევაჩერებთ, ვიდრე სახელმწიფო „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული ექნება ბრძოლას არ შევაჩერებთ, აი, ასე მეთოდურად ჩამოვანგრევთ ამ რეჟიმს. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი დარწმუნებულია, რომ ჩვენი მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქვეყნის მომავალს ვემსახურებით და არა სხვა რამეს, დესტაბილიზაცია არ შედის ჩვენს ინტერესებში. ჩვენ მარტო არ ვართ ხალხო, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არიან ჩვენს გვერდით.
კიდევ რაღაც სისულელე რომ არ მოროშონ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით, ჯერ ვერ განვახორციელებთ მის ტრანსპორტირებას იმიტომ, რომ რუსთაველზე ხალხი დგასო. მოდი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ვაცადოთ ახლა. გორის ჰოსპიტალში არანაირ საპროტესტო აქციას არასოდეს არ გავმართავთ და ვინმე თუ გამართავს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პროვოკაცია, არცერთი მისი მხარდამჭერი გორის ჰოსპიტალთან არ გამართავს საპროტესტო აქცია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირი იქნება ცარიელი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.