ამ წუთებში ოზურგეთში იმ დაწესებულებების დაჯილდოება მიმდინარეობს, სადაც პერსონალთა 100% ვაქცინირებულია.
ამასთან დაკავშირებით ოზურგეთში იმყოფება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. გამყრელიძემ პირადად გადასცა დიპლომები საბავშვო ბაღებისა და სკოლების წარმომადგენლებს.
წამახალისებელი დიპლომები გადაეცათ შრომის #1 საბავშვო ბაღს, დაბა ნარუჯის საბავშვო ბაღს, თხინვალის საბავშვო ბაღს, მერიის საბავშვო ბაღს, #1 საჯარო სკოლას , #2 საჯარო სკოლას, ქვედა ბახვის საჯარო სკოლას, ნაგომარის საჯარო სკოლას, ციხისფერდის საჯარო სკოლას, მაკვანეთის საჯარო სკოლას და ძიმითის საჯარო სკოლას.