ჩვენ მხოლოდ პანდემიას არ ვმართავთ”,-ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ გააქტიურდა მინისტრი წასვლის წინ.
„მსგავსი მასშტაბური ღონისძიებებისა და პრეზენტაციების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა ეს რომ გეგმის ნაწილი არ ყოფილიყო. ესეთი ღონისძიებები 5 წუთში არ იგეგმება და არ ხორციელდება. ეს ყველაფერი კალენდრით იყო გაწერილი და ჩვენ მივყვებით ამ რიტმს. ჩვენ მხოლოდ პანდემიას არ ვმართავთ, უყურადღებოდ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც არ დაგვრჩენია. თავს ვალდებულად ვთვლი რომ მოქალაქეებს ყველა ის ქმედება, რომელიც სამინისტროს მიერ იყო განხორციელებული წარვუდგინო”,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.