27 დეკემბერს, ოზურგეთის ფოლკლორის სასახლეში სივრცითი განვითარების და მართვის ინსტიტუტის მიერ, კურორტ გომისთის განვითარების კონცეფციის საჯარო გახილვა გაიმართა, რასაც ოციოდე ადამიანი ესწრებოდა.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გახსნა.
მომხსენებლების _ ლადო ვარდოსანიძის და აკაკი ჯოხაძის თქმით, განაშენიანების გეგმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის, მათ შორის, სამთო-სათხილამურო მიმართულების განვითარებას, კურორტად ჩამოყალიბებას, ტურიზმის განვითარებას, ასევე, სხვადასხვა უწყების განთავსებას, ინფრასტრუქტურის, წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას და ა.შ. გახორციელებას ითვალისწინებს.
_ ჩვენ წარმოვაგენთ სხვადასხვა ორგანიზაციას. ჩვენი მიზანი არ არის, რომელიმე ერთ ორგანიზაციას დაევალოს ამ საქმის კეთება. ადგილზე შეიძლება მივიღოთ კურორტი, რომელიც შეიძლება არ იყოს საერთაშორისო მასშტაბის, თუმცა იყოს ძალზე მოხერხებული, მღირებული და მრავალმხრივ საინტერესო, – თქვეს პრეზენტატორებმა.
პრეზენტაციაზე, ძირითადად, ზოგადი სახის საუბრით შემოიფარგლენენ. არც რაიმე მწვავე კითხვები დასმულა.
პრეზენტატორმა აკაკი ზერეკიძემ დასაწყისშივე თქვა, რომ შეხვედრაზე არ განიხილავდნენ იმას, ვინ და როგორ დამკვიდრდა ან მკვიდრდება გომისმთაზე, არამედ ეს იყო განაშენიანების, განვითარების კონცეფციის განხილვა.
პრეზენტაციაზე აღნიშნეს, ასევე, რომ უფრო ფართო მასშტაბით განხილვა 2022 წლის დასაწყისში მოხდება.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაბა გომისმთის განაშენიანების გეგმაზე მუშაობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ელექტრონული სისტემის საშუალებით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ა(ა)იპ „საქართველოს სივრცითი განვითარების მართვის ინსტიტუტს,“ შორის მიმდინარე წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარეობს.
[sexy_author_bio]