ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა ქვეყანაში შექმნილ ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო მიმართვა გაავრცელა.
მისი თქმით, დღეიდან რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს თავად გაუძღვება.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განცხადა, რომ დემონსტრაციის დროს რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა.
„მე ხალხთან ვრჩები და ახალ შემოთავაზებას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. რაც არ უნდა მოხდეს, მე ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები. მე ჩემს პოზიცაზე ვაპირებ დარჩენას და ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს“ – განაცხადა პრეზიდენტმა
პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც 4 იანვარს განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის
შეგახსენებთ, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საწვავისა და გაზის გაძვირების გამო დაწყებული პროტესტი, პოლიტიკურ პროტესტში გადაიზარდა. ამჟამად პროტესტანტები უკვე ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვენ.
ხალხის ამბოხებას, შუა აზიურ სახელმწიფოში უკვე მოყვა შედეგი, რომელიც მთავრობის გადადგომით დასრულდა, გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა მოაწერა.
თუმცა ქვეყნის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამ დრომდე არაფორმალურად ცდილობს სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას.
ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო ვითარება, ქუჩებში პატრულირებენ სამართალდამცავები, გათიშულია ინტერნეტი და კომუნიკაციის სხვა საშუალებები.
პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ – მთავრობის გადადგომას.
ცნობისთვის, ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან 120-მდე გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე იქნება.
[sexy_author_bio]