გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მსოფლიო შემდეგი პანდემიისთვის უნდა მოემზადოს.
„შემდეგი პანდემიისთვის უნდა მოვემზადოთ. თითოეულ ქვეყანაში ინვესტიცია უნდა ჩავდოთ მონიტორინგში, ადრეულ გამოვლენასა და სწრაფი რეაგირების გეგმებში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიტეტი გავაძლიეროთ“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
მისი თქმით, საჭიროა გლობალური ფინანსური სისტემის რეფორმირება, რომ მას ყველა ქვეყნისთვის მიუკერძოებლად მუშაობა შეეძლოს.