გურიაში ისევ თოვლს და ყინვას პროგნოზირებენ.
“გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, რომ არამდგრადი ამინდი 29 იანვრამდე შენარჩუნდება.
“დღეს წვიმანარევი თოვლია მოსალოდნელი და გადავა თოვაში. ღამით ინტენსიურად ითოვებს, შესუსტდება ხვალ, დღის ბოლოს. ღამით მოიმატებს ყინვა და მოსალოდნელია -3 გრადუსი დაფიქსირდეს, 26 იანვრის დღის პირველ ნახევარში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს ცოტათი. უნალექო ამინდი იქნება უმეტესად, თუმცა ღამით განახლდება თოვა. 27 იანვარს ინტენსიური, ძლიერი სველი თოვა დაფიქსირდება. 28 იანვრის დღის პირველ ნახევარში თოვა შეწყდება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი 1 თებერვლამდე. 29 იანვრის ღამეს ყინვა გაძლიერდება. შესაძლებელია -3 გრადუსი დაფიქსირდეს. დღისით ტემპერატურა მოიმატებს, შედარებით დათბება. ყინვა შენარჩუნდება 30 იანვრის ღამესაც”,_ ამბობს გვაზავა.