ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 7196 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 6551 პაციენტი, გარდაცვლილია 79. ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსის 566 შემთხვევა.