“კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დანებებაც და გამარჯვების გამოცხადებაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია”, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გააკეთა.
გიბრეისუსის თქმით, ვირუსის მეტი გადაცემა მეტ ლეტალურ შემთხვევას ნიშნავს, მაგრამ ქვეყნები ლოკდაუნს არ უნდა დაუბრუნდნენ.
“არ მოვუწოდებთ არც ერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ლოკდაუნს. მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ყველა ხერხის გამოყენებით და არა მხოლოდ ვაქცინაციით“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლიდერმა.