რუსთავში „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურზე, “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილში 2 მამაკაცი იმყოფებოდა. გამთენიისას ერთერთმა გაიღვიძა და მეგობრის გაღვიძებაც სცადა, თუმცა ის შეძახილზე და შეხებაზე არ რეაგირებდა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
აღმოჩნდა რომ მამაკაცი გარდაცვლილი იყო. არსებული ინფორმაციით მას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.
მომხდარზე გამნოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
ახალგაზრდა 31 წლის იყო და ის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში მსახურობდა.
„ინფო რუსთავი“