კინოდოკუმენტალისტი, ისტორიკოსი ირაკლი მახარაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
“ლელო არ ვიცი, სად მიდის, იმიტომ, რომ ლელოს რომ ვერ დებენ, ეს უკვე ჩანს. სხვათა შორის, მე, როგორც სპორტის მინისტრი, ძალიან უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ლელო, როგორც ბრენდი არის და ეს კიდევ გასარკვევია, რატომ არის ის პოლიტიკური პარტიის ლოგოზე” -ეს ქალბატონი მინისტრის თეა წულუკიანის სიტყვებია.
მე არც ლელოს მხარდამჭერი ვარ, არც ნაცების, არც ქოცების და არც ქაჯების. გურულების – კი ბატონო! საიდან დევიწყე: ეხლა ქალბატონ მინისტრს ლელო არ მოეწონა და ვაითუ ჩვენი ფილმი ფილმი ,,ლელოს შემობრუნება” (ან კიდო შუხუთში გამართული ლელობურთი) არ მოეწონოს, მერე რა ვქნათ ჩვენ უბედურებმა! ლერი სიხარულიძეს, გაანათლოს მისი სახელი, დიდი ხელოვანი და მაგარი კაცი იყო, ფეხებს ვერ მოჭამენ, მარა ჩვენ რეჟისორებმა რა ვქნათ, რომ მოვგვდგნენ – არ გაამართლეთ ხაზეინის იმედებიო?! ვაი ჩვენს თავს!” _ წერს ირაკლი მახარაძე.