ცოტა ხნის წინ საქართველოში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ძლიერი მიწისძვრა იგრძნობოდა საქართველოს დედაქალაქშიც.
როგორც “გურია ნიუსს” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით ინფორმაცია რაიმე ზიანის შესახებ არ აქვთ.
“ჯერჯერობით არაფერი არ არის. ამოწმებენ გამგეობები, საუბნოები შემოვლაზე არიან. ცოტა ხანში უფრო ზუსტად გვეცოდინება, მაგრამ პირველადი ინფორმაციით არანაირი დაზიანება არ გამოუწვევია. თუ რამეს გავიგებთ, გავავრცელებთ აუცილებლად”,_ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.