სტრიმინგ-სერვისი Netflix-მა შეაჩერა სერვისი რუსეთში , რათა პროტესტი გამოთქვას ქვეყნის სრულმასშტაბიანი უკრაინაში შეჭრაზე. ამის შესახებ Netflix-ის წარმომადგენელმა Variety-ს განუცხადა.
Netflix-მა უარი თქვა რუსეთის ცენტრალური ტელეარხების ტრანსლირებაზე და ორიგინალურ რუსულ სერიალებზე მუშაობა შეაჩერა.
,,ამ კვირის დასაწყისში, სტრიმინგის სერვისმა გამოაცხადა, რომ შეაჩერებს ყველა მომავალ პროექტს და შესყიდვას რუსეთთან და შეუერთდება იმ კომპანიების მზარდ სიას, რომლებმაც გაწყვიტეს კავშირი ქვეყანასთან. Netflix-ს ჰქონდა ოთხი რუსული ორიგინალი, მათ შორის კრიმინალური თრილერი, რეჟისორი დაშა ჟუკი, რომლის გადაღებაც მიმდინარეობდა, რომელიც შეჩერდა. Netflix-მა ასევე ცოტა ხნის წინ თქვა უარი 20 რუსული პროპაგანდისტული არხის გადაცემაზე, რომელთა მასპინძლობაც მას რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით ავალდებულებდა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ მუშაობა რუსეთში“, – განაცხადა სერვისის წარმომადგენელმა.“ – განაცხადა Netflix-ის წარმომადგენელმა.
ასევე, კომპანია აცხადებს, რომ ახლა Netflix-ი დგამს დამატებით ნაბიჯს მისი სერვისის მთლიანად გათიშვის მიზნით.