დღეს, სოფელ ხვარბეთში, მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი, მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 3 547 მეტრი სიგრძის გზა.
პროექტის ბიუჯეტი 1 089 980 ლარს შეადგენს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
#ერთად განვაახლოთ #ოზურგეთი
(R)