ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის ცაზე რუსული თვითმფრინავების აქტივობა შესამჩნევად შემცირდა, რაც სავარაუდოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ეფექტურად მუშაობას უკავშირდება. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პუტინმა უკრაინაში საომრად წვევამდელები გაგზავნა, იმის მიუხედავად, რომ ამას უარყოფს.
შეტევის წარუმატებლობის გამო, პუტინი იძულებული იქნება დამატებითი ძალების შეიყვანოს „ზარალის ასანაზღაურებლად“, – აცხადებენ დაზვერვაში
ასევე ბრიტანული დაზვერვის თანახმად, კიევის ჩრდილო-დასავლეთით დამპყრობელთა დიდმა კოლონამ ერთი კვირის განმავლობაში მცირე პროგრესი განიცადა თუმცა აგრძელებს ზარალს იღებს უკრაინული ჯარისგან.